Accentnews.ge
„არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან მოდის“

„არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან მოდის“

04/05/2020 05:48:52 მსოფლიო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ირწმუნება, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან მოდის.

"არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. შემიძლია გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობა გვაქვს მტკიცებულებების, რომელთა თანახმად, კორონავირუსი ვუჰანის ლაბორატორიიდან მოდის. ცნობილი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს იყო ადამიანის ხელით გაკეთებული. ამ ეტაპზე მე არ მაქვს მიზეზი, რომ მათ არ დავეთანხმო", – განაცხადა პომპეომ.

გასულ თვეში აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. უწყების ოფიციალური განცხადების თანახმად, მეცნიერების თანხმდებიან, რომ კორონავირუსი ადამიანის მიერ შექმნილი არაა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 248 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 560 000–ს გადააჭარბა, 1 158 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 593 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 223 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S