ირანი ქვეყნის ნაწილში სკოლებსა და მეჩეთებს ხსნის
04/05/2020 05:00:37 მსოფლიო
ირანის ხელისუფლება ქვეყნის იმ ნაწილში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი არ გამოვლენილა, სკოლებისა და მეჩეთების გახსნას გეგმავს.
როგორც ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ განაცხადა, დაბალი რისკის ზონებში მეჩეთების გახსნა 4 მაისიდან იქნება შესაძლებელი.
ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ 2 მაისს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ტენდენციის კლების შესახებ განაცხადა.
ირანში უკვე გაუქმდა ქალაქების შიგნით გადაადგილების აკრძალვა, ასევე განახლდა სავაჭრო ცენტრების მუშაობა.
ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 47 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში, 6 203 ადამიანია გარდაცვლილი. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყნის მაშტაბით სულ 97 424 ადამიანი დაინფიცირდა.


