საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა
03/05/2020 20:14:58 საზოგადოება
დღეს სამედიცინო დაწესებულებები ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ორმა პირმა დატოვა, ამდენად, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 223–მდე გაიზარდა. განახლებული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული.
ქვეყანაში კორონავირუსის 589 შემთხვევაა აღიცხული, მათგან 9 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჯიმში იმყოფება 4830 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 521.


