Accentnews.ge
შეზღუდვები, რომელიც იტალიაში 4 მაისიდან, შემსუბუქდება

შეზღუდვები, რომელიც იტალიაში 4 მაისიდან, შემსუბუქდება

03/05/2020 19:55:01 მსოფლიო

4 მაისიდან იტალია კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამარტივებას იწყებს.

შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაში 4 მაისიდან, შემსუბუქდება

  • ადამიანებს საშუალება ექნებათ იმოგზაურონ საკუთარი რეგიონის მასშტაბით, თუმცა სხვა რეგიონში გამგზავრების საშუალება არ ექნებათ.
  • ოჯახის წევრებს ერთმანეთის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა აუცილებელია ნიღბის ტარება და აკრძალული რჩება დიდი თავყრილობები.
  • დაკრძალვები კვლავ გაიმართება, მაგრამ სამგლოვიარო პროცესიაზე დასწრება მხოლოდ 15 ადამიანს შეეძლება.
  • ბარებისა და რესტორნების მიტანის სერვისი ამოქმედდება.
  • რომის „Ciampino“–სა და ფლორენციის „Peretola“–ს აეროპორტები გაიხსნება.
  • გაიხსნება პარკები, თუმცა სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ აღდგება.
  • სპორტსმენებს ინდივიდუალური ვარჯიშის გაგრძელების საშუალება მიეცემათ, მოსახლეობას კი უფლება ექნება, სპორტით არა მხოლოდ სახლის მიმდებარედ, არამედ სხვა ღია ადგილებშიც დაკავდეს.

„აუცილებელია, დავიცვათ სოციალური დისტანცია, ჰიგიენის წესები და ვატაროთ ნიღბები. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით მაქსიმუმი გავაკეთეთ, ორშაბათიდან ყველაფერი თითოეულ თქვენგანზეა დამოკიდებული“, – მიმართა იტალიელებს ქვეყნის კომისარმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში დომენიკო არკურიმ.

იტალიელები სრული კარანტინის რეჟიმში 9 მარტიდან ცხოვრობენ. ქვეყანაში 14 მარტიდან აეროპორტებიც დაიხურა. დღემდე ყველა მოქალაქეს მოეთხოვება, დარჩნენ სახლში და მათ გადაადგილება მხოლოდ მცირე დისტანციაზე შეუძლიათ.

10 მარტის შემდეგ პირველად, იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 174 ადამიანი დაიღუპა.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, მათი რაოდენობა მე–15 დღეა, მცირდება.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში ახალმა კორონავირუსმა 28 884 ადამინაი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 210 717, გამოჯანმრთელებულია 81 654.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S