Accentnews.ge
თურქეთში 11 მარტის შემდეგ პირველად, კორონავირუსისგან მეტი ადამიანი განიკურნა ვიდრე დაინფიცირდა

თურქეთში 11 მარტის შემდეგ პირველად, კორონავირუსისგან მეტი ადამიანი განიკურნა ვიდრე დაინფიცირდა

03/05/2020 19:15:11 მსოფლიო

პირველად 11 მარტის შემდეგ, თურქეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში „კოვიდ-19“-ისგან სულ 63 151 ადამიანი გამოჯანმრთელდა, აქედან 4 892 ბოლო ერთ დღეში განიკურნა.

ამასთან, ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 61-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 3 397 შეადგინა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში გამოვლენილია ინფიცირების სულ 126 045 შემთხვევა. აქედან ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირება 1 670 ადამიანს დაუდასტურდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S