კორონავირუსისგან კიდევ 6 პირი განიკურნა
03/05/2020 16:02:20 საზოგადოება
დღეს სამედიცინო დაწესებულებები ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ექვსმა მოქალაქემ დატოვა, ამდენად, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 221–მდე გაიზარდა. განახლებული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული.
ქვეყანაში კორონავირუსის 589 შემთხვევაა აღიცხული, მათგან 9 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჯიმში იმყოფება 5260 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 553.


