Accentnews.ge
ესპანეთში ბოლო 24 საათში Covid-19-ით 164 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში ბოლო 24 საათში Covid-19-ით 164 ადამიანი დაიღუპა

03/05/2020 10:10:10 მსოფლიო

ესპანეთში ბოლო 24 საათში Covid-19-ით 164 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს 18 მარტის შემდეგ დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში Covid-19-ით 25 264 ადამიანია დაღუპული, ინფიცირებულია 217 466, გამოჯანმრთელებულია 146 233.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 244 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 490 000–ს გადააჭარბა, 1 127 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 589შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 215 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S