საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 250 000–ს გადააჭარბა
03/05/2020 09:37:17 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 250 000–ს გადააჭარბა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია. რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 10 633–ით გაიზარდა
- თურქეთი: 124 375 ინფიცირებული, 3 336 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 1 894 ინფიცირებული, 25 გარდაცვლილი
- სომხეთი: 2 386 ინფიცირებული, 35 გარდაცვლილი
- რუსეთი: 134 687 ინფიცირებული, 1 280 გარდაცვლილი
არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 244 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 490 000–ს გადააჭარბა, 1 127 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 589შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 215 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


