კორონავირუსი კიდევ ერთ ორსულს დაუდასტურდა
03/05/2020 08:15:13 საზოგადოება
პირველ საუნივერისტეტო კლინიკაში გუშინ საეჭვო სიმპტომების მქონე ორი ორსული შეიყვანეს, მათგან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა, მეორე ქალის შემთხვევაში ტესტის პასუხს ელოდებიან.
„გუშინ გადმოყვანილი იქნა ორი ორსული ქალბატონი, საჭვო შემთხვევა, ერთთან დადასტურდა და ერთთან ველოდებით პასუხს, აღებულია ნაცხი“,- განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა.
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით ახალშობილიც შეიყვანეს.
„ასევე გადმოყვანილია ახალშობილი საეჭვო შემთხვევა, გაგზავნილი გვაქვს ლუგარში ტესტი, ველოდებით პასუხებს“, – აღნიშნა რატიანმა და დასძინა, რომ გუშინ ტესტი კიდევ შვიდ ახალშობილს ჩაუტარდა, თუმცა მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ.
„გუშინ ჩატარებული ახალშობილთა ტესტირების შედეგად, შვიდ მათგანთან ჩატარდა „პისიარი“, არც ერთთან კოვიდინფიცირება არ დასტურდება“ ,- განაცხადა რატიანმა.


