საქართველოში გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი
03/05/2020 07:23:00 საზოგადოება
საქართველოში 215–მდე გაიზარდა ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. განახლებული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსდა.
ამავე გვერდის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან რვა პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.


