იტალიაში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა
02/05/2020 18:44:30 მსოფლიო
იტალიაში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. დღეს ქვეყანაში დაავდებით 474 ადამიანი დაიღუპა, გუშინ კი – 269.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა მე–14 დღეა მცირდება. ბოლო 24 საათში ვირუსით 1 900 დაინფიცირდა.
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 28 710 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 209 328, გამოჯანმრთელებულია 79 914.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 239 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 400 000–ს გადააჭარბა, 1 082 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 582 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე


