Accentnews.ge
საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებულთა 12,7%-ს მედიკოსები შეადგენენ

საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებულთა 12,7%-ს მედიკოსები შეადგენენ

02/05/2020 12:06:06 საზოგადოება

საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებულთა 12,7%-ს მედიკოსები შეადგენენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„პერსონალურ ინფორმაციას არ გავცემ, თუმცა ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ სამედიცინო პერსონალის წილი ინფიცირებულებში 12,7 პროცენტს შეადგენს. ასეთივეა დღეს საშუალო ევროპული მაჩვენებელი. ესპანეთში იყო 19%, საფრანგეთში - 15% და ა.შ. საშუალოდ ეს მაჩვენებელი 10-დან 15 %–მდე მერყევობს. ექიმებმა ძალიან მკაცრად უნდა დაიცვან ის წესები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დადგენილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 582 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S