Accentnews.ge
ამირან გამყრელიძე მარნეულის მოსახლეობას მიმართავს

ამირან გამყრელიძე მარნეულის მოსახლეობას მიმართავს

02/05/2020 12:24:00 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მარნეულის მოსახლეობას მიმართავს, ყოველდღიურად გაისინჯონ ტემპერატურა.

„ვთხოვ და მოვუწოდებ მარნეულის მინიციპალიტეტის მოსახლეობას, ყოველდღიურად გაისინჯონ ტემპერატურა. თუ მომატებულია ტემპერატურა, აუცილებელია, მიმართონ ექიმს. თუ აქვთ ხველა, სიცხე, სუნთქვის უკმარისობა, აუცილებელია, მიმართონ ექიმს ან თუ იციან, რომ იყვნენ კონტაქტში ადამიანთან, ვისაც დაუდასტურდა ინფექცია, მიმართონ ექიმს. ეს არის ჩემი უმორჩილესი თხოვნა ყველასადმი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ქვემო ქართლის რეგიონში არის მთლიანად საქართველოში არსებული შემთხვევების 32%, ანუ 189 ინფიცირებული ადამიანი.

„მათგან ბევრი უკვე გამოჯანმრთელდა, მაგრამ საკმაოდ დაზიანებულია რეგიონი, განსაკუთრებით სამი მუნიციპალიტეტი, მარნეული, ბოლნისი და თეთრიწყარო“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 582 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S