ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ თურქეთის მონაცემებს გადააჭარბა
02/05/2020 08:38:13 მსოფლიო
ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ თურქეთის მონაცემებს გადააჭარბა. რუსეთის ოპერატიურლი შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid-19-ით 9 623 დამიანი დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 124 054–ს მიაღწია, თურქეთში კი – 122 392.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 239 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 400 000–ს გადააჭარბა, 1 082 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 582 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე


