კორონავირუსის ახალი შემთხვევების ინფიცირების წყარო ცნობილია
02/05/2020 06:50:21 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 16 ახალი დადასტურებული შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია. ამის შესახებ ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ყველა მათგანი უკვე ცნობილ კლასტერს უკავშირდება.
„წყაროები უცვლელია, ამიტომ ამის დაზუსტებას ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს. ყველა წყარო ცნობილია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 ახალი პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 1 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
საქართველოში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.


