საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4500–ს გადააჭარბა
02/05/2020 06:17:05 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4500–ს გადააჭარბა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.
- თურქეთი: 122 392 ინფიცირებული, 3 258 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 1 854 ინფიცირებული, 25 გარდაცვლილი
- სომხეთი: 2 148 ინფიცირებული, 33 გარდაცვლილი
- რუსეთი: 114 431 ინფიცირებული, 1 169 გარდაცვლილი
არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 239 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 400 000–ს გადააჭარბა, 1 082 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 7 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე


