Accentnews.ge
"ვიმედოვნებთ, აშშ–ში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ზე ნაკლები იქნება"

"ვიმედოვნებთ, აშშ–ში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ზე ნაკლები იქნება"

02/05/2020 05:49:35 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ზე დაბალი იქნება. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გააკეთა.

„იმედია, მსხვერპლი 100 000 ნაკლები იქნება, რაც საშინელი რიცხვია“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებდა, რომ თუ ამერიკა 100-დან 200 ათასამდე მსხვერპლს შეინარჩუნებდა, ეს ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა. მოგვიანებით, გამოთქვა ვარაუდი, რომ ქვეყანაში დაავადების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-70 000-ს არ გასცდებოდა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე Covid-19-ით 62 000–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S