მე–4 დღეა, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება
01/05/2020 18:11:40 მსოფლიო
მე–4 დღეა, თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება. ღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით 84 ადამიანი დაიღუპა და 3 258 დაინფიცირდა.
მანამდე, 24 აპრილიდან 27 აპრილამდე ქვეყანაში დაავადებით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მცირდებოდა.
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილიდან 27 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში ახალი კორონავირუსით 3 258 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 122 392, გამოჯანმრთელებულია 53 808.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 234 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 320 000–ს გადააჭარბა, 1 043 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 7 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


