Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსით დაღუპული მე–7 პაციენტი 83 წლის მამაკაცია

საქართველოში კორონავირუსით დაღუპული მე–7 პაციენტი 83 წლის მამაკაცია

01/05/2020 16:13:41 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაღუპული მეშვიდე პაციენტი 83 წლის მამაკაცია, რომელიც შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული.

მისივე თქმით, პაციენტს არც ერთი კიდური არ ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტის გამო ჰქონდა მოკვეთილი.

მამაკაცი მათ კლინიკაში 4 აპრილიდან მკურნალობდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ– გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 566-ს შედგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 207 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია - 5320 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S