Accentnews.ge
ევროპარლამენტის ერთ-ერთი შენობა უსახლკარო ქალების თავშესაფრად გადაკეთდა

ევროპარლამენტის ერთ-ერთი შენობა უსახლკარო ქალების თავშესაფრად გადაკეთდა

01/05/2020 15:49:12 მსოფლიო

ბრიუსელში მდებარე ევროპარლამენტის ერთ-ერთი შენობა დროებით უსახლკარო ქალების თავშესაფრად გადაკეთდა, – იუწყება BBC.

მისივე ცნობით, შენობაში მცხოვრები ქალების უმეტესობა ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. როგორც გამოცემა იუწყება, 100 ქალს უფასოდ მიეწოდება საკვები და საჭირო მედიკამენტები.

პანდემიის გამო შემორებული მკაცრი კარანტინის პირობებში ოჯახში ძალადობის შემთხვევები არაერთ ქვეყანაშია გაზრდილი.

ცნობისთვის: კორონავირუსი სახელწოდებით COVID-19 თავდაპირველად ჩინეთში, ქალაქ უხანში დაფიქსირდა. მსოფლიოში COVID-19–მა 234 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 320 000–ს გადააჭარბა, 1 043 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S