ოზურგეთში ორი ოჯახი თავშესაფრის გარეშე დარჩა
01/05/2020 13:53:35 საზოგადოება
ოზურგეთში, ჩალიანის დასახლებაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში ორი ოჯახი ცხოვრობდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება
ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულებს ხელისუფლება დახმარებას "შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩენს".


