საქართველოს მოსახლეობის 11.9% საარსებო შემწეობის ბენეფიციარია
01/05/2020 11:13:51 საზოგადოება
საქართველოში 441,448 ადამიანი არის სხვადასხვა კატეგორიის სახელმწიფო შემწეობის ბენეფიციარი. ეს საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის (საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი საშუალო წლიურ მოსახლეობაში (2019 წელი) მიხედვით, მოსახლეობის 11.9%-ს შეადგენს. ოფიციალური მონაცემებით კი საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 20.1%-ია,
წლების მიხედვით, სოციალური შემწოების ბენეფიციართა რაოდენობა ასე იცვლებოდა:
2012 - 435 961 ადამიანი;
2013 - 437 238 ადამიანი;
2014 - 432 487 ადამიანი;
2015 - 376 776 ადამიანი;
2016 - 459 619 ადამიანი;
2017 - 450 423 ადამიანი;
2018 - 438 543 ადამიანი;
2019 - 441 448 ადამიანი;
უნდა ვივარაუდოთ, რომ 2020 წელს ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.


