ამინდის 2–5 მაისის პროგნოზი
01/05/2020 10:46:40 საზოგადოება
2-5 მაისს საქართველოში თბილი ამინდების შემდეგ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია, სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, 2 - 5 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +22 +25 გრადუსი დაფიქსირდება.


