Accentnews.ge
სავარაუდოდ, COVID-19-ისგან გარდაიცვალა ანექსირებული ყირიმის ვიცე-პრემიერი

სავარაუდოდ, COVID-19-ისგან გარდაიცვალა ანექსირებული ყირიმის ვიცე-პრემიერი

01/05/2020 10:08:05 მსოფლიო

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში სავარაუდოდ, ახალი ტიპის კორონავირუსით დე ფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერი პაველ კოროლიოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აკსიონოვმა კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კრემლმა კოროლიოვი ამ დე ფაქტო თანამდებობაზე 2016 წელს დანიშნა. მანამდე მას რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს განახორციელა და მალევე ნახევარკუნძული მიიერთა, რასაც “ისტორიული სამართლიანობის აღდგენა” უწოდა. მოსკოვი “რესპუბლიკაში” ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე აპელირებდა, რომლებსაც არც უკრაინა სცნობს, არც მსოფლიოს სხვა ქვეყნების უმრავლესობა. ნახევარკუნძულის ანექსირების გამო აშშ-მა და ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S