Accentnews.ge
39 400–მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდების ვადის ცვლილება არ განიხილება

39 400–მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდების ვადის ცვლილება არ განიხილება

01/05/2020 09:45:58 საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა.

რეგისტრირებულთა რაოდენობაა: აბიტურიენტები – 39 300-ზე მეტი; სტუდენტები – 3 600-ზე მეტი;​ მაგისტრობის კანდიდატები – 12 600-ზე მეტი; მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები – 19 600-ზე მეტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება, ხოლო ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.

ცენტრში აცხადებენ, რომ იმოქმედებენ ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად; საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა საყურადღებოდ აცხადებს: „ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა აბიტურიენტებს 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი – აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.

ცენტრი კვლავ მართავს ღია კარის დღეებს ონლაინრეჟიმში როგორც აბიტურიენტთა, ასევე მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით.

აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისაგან შეუძლიათ ცენტრის „ფეისბუქ“–გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კი – ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე. გარდა ამისა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის ცხელი ხაზი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S