Accentnews.ge
საბრძნეთში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საპროტესტო აქცია გაიმართა

საბრძნეთში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საპროტესტო აქცია გაიმართა

01/05/2020 09:41:59 მსოფლიო

საბრძნეთში, ათენში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საპროტესტო აქცია გაიმართა. ქვეყნის პროფესიული კავშირების წარმომადგენლები მშრომელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. მათი მთავარი მოთხოვნა მშრომელთა უფლებების დაცვა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

დემონსტრანტების უმეტესობა პირბადესა და ხელთათმანებს ატარებდა და დაახლოებით 2–მეტრიან დისტანციას იცავდნენ.

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, 1 მაისამდე მთავრობამ პროფესიული კავშირებს მოუწოდა, აქცია მოგვიანებით ჩაეტარებინათ, როცა სახელმწიფოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყებოდა. თუმცა პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა აქცია დღეს მაინც გამართეს.

ცნობისთვის: 1 მაისს ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში აქტივისტები და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები მშრომელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ამ დღის აღნიშნვა სათავეს აშშ-დან იღებს, სადაც მშრომელთა კავშირები მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში პირველად გამოვიდნენ რვასაათიანი სამუშაო დღის შემოღების მოთხოვნით. 1886 წლის 1 მაისს ამ მოთხოვნების შესრულების მოწოდებით გამოცხადდა საყოველთაო გაფიცვა. ეს იდეა შემდგომში სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და მას შემდეგ 1 მაისი საერთაშორისოდ აღინიშნება, თუმცა საკუთრივ აშშ-ში შრომის დღეს სექტემბრის პირველ ორშაბათს აღნიშნავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S