რუსეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი დრამატულად იზრდება
01/05/2020 09:04:39 მსოფლიო
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ბოლო 24 საათში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7 933–ით გაიზარდა და ჯამში 114 431 გახდა. როგორც მედია აღნიშნავს, ეს ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია.
30 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა ქვეყნის პრემიერ–მინისტრი და როგორც მედია წერს, ინფიცირების წყარო უცნობია.
მედიისვე ცნობით, პრემიერ–მინისტრი კლინიკაში მაღალი ტემპერატურითა და ხველებით შეიყვანეს და რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი არაა.
ოფიციალური მონაცემებითვე, დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსით 96 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ჯამში –1169, თუმცა ამ მონაცემების სესახებ ეჭვები არსებობს.
იხილეთ ასევე:ბინძური სტატისტიკა: რატომ შეიძლება, COVID-ით გარდაცვლილი გაცილებით მეტი იყოს


