ბოლო 24 საათში ბრაზილიაში Covid-19-ით 7 218 ადამიანი დაინფიცირდა
01/05/2020 08:51:04 მსოფლიო
დღე–ღამის განმავლობაში ბრაზილიაში Covid-19-ით 435 ადამიანი გარდაიცვალა და 7 218 დაინფიცირდა. ბოლო 10 დღეა, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იზრდება.
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებით 6 006 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 87 187, გამოჯანმრთელებულია 35 935.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 234 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 320 000–ს გადააჭარბა, 1 043 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


