Accentnews.ge
საუნივერსიტეტო კლინიკაში განმარტავენ, გამოცხადდა თუ არა დაწესებულებაში კარანტინი

საუნივერსიტეტო კლინიკაში განმარტავენ, გამოცხადდა თუ არა დაწესებულებაში კარანტინი

01/05/2020 08:14:54 საზოგადოება

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა და მიზეზი კლინიკის ერთ–ერთი ექიმის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა. მედიკოსის დაინფიცირების ფაქტს არ ადასტურებს კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი. იგივე ინფორმაციას აწვდის მედიას სამედიცინო დირექტორი ლალი ტურძელაძე.

მისი ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში ბევრი მედიკოსი გადის მკურნალობას, თუმცა მათგან არც–ერთია საუნივერსიტეტო კლინიკაში დასაქმებული.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ კლინიკა კარანტინის რეჟიმში მუშაობაზე გადავიდა, ტურძელაძე განმარტავს, რომ საუნივერსიტეტო კლინიკა ისედაც მსგავს რეჟიმში მუშაობდა:

„ჩვენი კლინიკის ექიმს კორონავირუსი არ აქვს და ისე ჩვენთან ბევრი მედიკოსი წევს სხვადასხვა კლინიკიდან. კარანტინს რაც შეეხება, ჩვენს კლინიკაში ისედაც არის კარანტინი - დღეს შევცვალეთ „სტაფი“, რომელიც ბოლო 2 კვირა მუშაობდა. ტესტები გავუკეთეთ, ყველა უარყოფითია და ბინაზე გავუშვით. ახლა ახალი „სტაფი“ შემოვიყვანეთ შემდეგი 2 კვირით, შესაძლოა – 10 დღით. ამათაც ჩავუტარეთ ტესტირება.ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას,“– აცხადებს ტურძელაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S