ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში აშშ–ის შემდეგ Covid-19-ით ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთში დაინფიცირდა
01/05/2020 08:00:08 მსოფლიო
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში აშშ–ის შემდეგ Covid-19-ით ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთში დაინფიცირდა. დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში დაავადებით 96 გარდაიცვალა და 7933 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19-ით 1169 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 114 431.
რაც შეეხება აშშ–ს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid-19-ის 29 625 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებით 63 000–ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 1 095 304.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 234 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 320 000–ს გადააჭარბა, 1 043 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


