ბოლნისში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 100–ს გადააჭარბა
01/05/2020 07:53:33 საზოგადოება
ბოლნისში კორონავირუსი დღეს კიდევ 12 პირს დაუდგინდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამოვლენილი ახალი შემთხვევები ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან, შესაბამისად, ინფექციის წყარო ცნობილია. მათგან ათი სოფელი მუშევანს უკავშირდება, სადაც 25 აპრილს ზომები გამკაცრდა და სოფელში გადაადგილება მკაცრად შეზღუდულია.
დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან კიდევ ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლასტერიდანაა და ის მჭიდრო კონტაქტია სასწრაფოს დაინფიცირებული თანამშრომლის. კიდევ ერთი პირი კი, სოფელ სავანეთში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 107 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ერთი პაციენტი დღეს გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღის ბოლომდე დატოვებს.


