24 საათში საქართველოში კორონავირუსის 27 შემთხვევა დადასტურდა
01/05/2020 06:01:45 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 566-მდე გაიზარდა, მათგან 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო 24 საათში. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
COVID-19-სგან გამოჯანმრთელდა 184 დამიანი.
რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს, COVID-19-ს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


