Accentnews.ge
"ნანახი მაქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ლაბორატორიიდან გავრცელდა"

"ნანახი მაქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ლაბორატორიიდან გავრცელდა"

01/05/2020 05:17:10 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ნანახი აქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჩინეთში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ამის შესახებ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ამ განცხადებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, აქვს თუ არა ნანახი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შეუძლია თქვას, რომ კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა.

ამასთან, ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ეპიდემიის გავრცელების გამო ჩინეთის პროდუქციაზე ახალი ტარიფები დაწესდეს.

„კორონავირუსი ჩვენთან ჩინეთიდან მოვიდა და ეს მიუღებელია. ახლა ვიკვლევთ, როგორ მოხდა ეს. ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი. არსებობს რამდენიმე ვერსია და სწორედ ეს პასუხი განსაზღვრავს, ჩემს დამოკიდებულებას ჩინეთისადმი“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის: აშშ-ის სპეცსამსახურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „კოვიდ-19“ ხელოვნურად არ შეუქმნიათ, თუმცა სპეცსამსახურები აგრძელებენ ვირუსის გავრცელების მიზეზების შესწავლას.– ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

„სპეცსამსახურები აგრძელებენ ვირუსი გავრცელების დეტალურ შესწავლას, რათა დადგინდეს, ხომ არ გავრცელდა ვირუსი ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის გამო ან ხომ არ იყო ეს გამოწვეული ქალაქ უხანში მდებარე ლაბორატორიაში ინციდენტით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S