Accentnews.ge
ამირან გამყრელიძე: "დარწმუნებული ვარ, შემოდგომაზე ვაქცინა იქნება"

ამირან გამყრელიძე: "დარწმუნებული ვარ, შემოდგომაზე ვაქცინა იქნება"

30/04/2020 19:01:09 საზოგადოება

"დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომაზე ვაქცინა იქნება", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "პოლიტიკის ფორმულაში" ისაუბრა.

"შეიძლება, პრეპარატმა დაასწროს ვაქცინას, მე მაინც ასე მგონია. თუმცა ამ დაავადებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, თუ ვაქცინა გაკეთდა და უნდა გაკეთდეს",– აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, მან პოპულაციურ იმუნიტეტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იმუნიტეტის შექმნის ორი გზა არსებობს:

"ერთი, როგორც მერკელმა თქვა, ან დაავადება უნდა მოიხადოს მოსახლეობის უმრავლესობამ, 60 %-მა ან ყველა უნდა ავიცრათ. ვფიქრობ, ვაქცინა გაჩნდება. დღეს უკვე გერმანიაში დაიწყო კლინიკური კვლევები, ასევე ბრიტანეთსა და აშშ-ში. დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომაზე ვაქცინა იქნება".

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S