რუსეთის პრემიერს ჰოსპიტალიზება დასჭირდა
30/04/2020 18:24:25 მსოფლიო
რუსეთის ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერ–მინისტრი მიხეილ მიშუსტინი კლინიკაშია მოთავსებული მაღალი სიცხითა და ხველებით,– ამის შესახებ რუსული მედია წერს.
გარდა ამისა, "ღია მედია" პრემიერის აპარატში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიშუსტინს დაავადება მსუბუქ ფორმებში არ აქვს, კიდევ ერთი წყარო კი ყვება, რომ ხელისუფლებაში სხვა ინფიცირებულებიც არიან.
მედია წერს, რომ პრემიერს მრავალი კონტაქტი უფიქსირდება, ამასთან, წერს, რომ ინფიცირების წყარო უცნობია. თუმცა, როგორც ოფიციალურ დონეზე განიმარტა, რესტირებას მიშუსტინი რეგურალურად გადიოდა და ზედმეტ კონტაქტს თავს არიდებდა.
ცნობისთვის: მიშუსტინის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, 106 000–მდე გაიზარდა, მათგან 1073 გარდაიცვალა, ხოლო 11 600 გამოჯანმრთელდა.


