Accentnews.ge
თურქეთში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 120 000–ს გადააჭარბა

თურქეთში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 120 000–ს გადააჭარბა

30/04/2020 18:20:47 მსოფლიო

თურქეთში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 120 000–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში დაავადებით 92 ადამიანი გარდაიცვალა და 2615 დაინფიცირდა.

უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19–ით 3174 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 120 204, გამოჯანმრთელებულია 48 886.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 228 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 220 000–ს გადააჭარბა, 1 005 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S