ბორის ჯონსონი: "კორონავირუსის პიკი გადავლახეთ!"
30/04/2020 18:11:43 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ჯონსონმა აღნიშნა, დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის ეპიდემიაში პიკი უკვე გადალახა და პირობა დადო, რომ მომავალ კვირას მოქმედი შეზღუდვებიდან გამოსვლის სტრატეგიას წარადგენს.
„დღეს პირველად შემიძლია, დავადასტურო, რომ ჩვენ ამ დაავადების პიკი გადავლახეთ და ქვემოთ დავეშვით. ბევრი მიზეზი გვაქვს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იმედიანად ვიყოთ. მომავალ კვირაში გეგმას წარმოვადგენ, როგორ ავამუშაოთ ეკონომიკა, როგორ დავაბრუნოთ ბავშვები სკოლაში და ბაღში და როგორ მივიდეთ სამსახურებამდე და დასაქმების ადგილი გავხადოთ უსაფრთხო. ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ კონტროლი და კიდევ უფრო დიდ მთას არ შევეჩეხოთ“, - განაცხადა ჯონსონმა.


