Accentnews.ge
იტალიაში Covid-19–სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

იტალიაში Covid-19–სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

30/04/2020 18:12:24 მსოფლიო

იტალიაში Covid-19–სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებისგან 4693 ადამიანი განიკურნა.

რაც შეეხება Covid-19–ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებს, მათი რაოდენობა მე–12 დღეა, მცირდება. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით, 285 ადამიანი გარდაიცვალა და 1872 დაინფიცირდა.

უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 27 967 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 205 463, გამოჯანმრთელებულია 75 945.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 228 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 220 000–ს გადააჭარბა, 1 005 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S