Accentnews.ge
რატიანის ინფორმაციით, „რემდესევირი“ საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა

რატიანის ინფორმაციით, „რემდესევირი“ საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა

30/04/2020 17:38:00 საზოგადოება

საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის ინფორმაციით, პრეპარატი „რემდესევირი“ საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ პრეპარატს რიგ ამერიკულ კლინიკებში არ ხმარობენ, თუმცა აქვთ ის შედეგები, რაც „რემდესევირის“ შემთხვევაში მიიღწა.

რატიანი ამბობს, რომ გეგმავს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან საუბარს და თუ პრეპარატის ჩართვის საკითხი დადგა, გადაწყვეტილებას გამოცდილების გაზიარებით მიიღებს.

„როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში ეს წამალი ჩვეს ქვეყანაში შემოვა. მე ყოველდღიურად მაქვს ჩართვა ამერიკაში ქართველ ექიმებთან, იქაურ რეანიმატოლოგებთან და მინდა, გითხრათ, რომ „რემდესევირის“ ჩართვას მკაცრი პროტოკოლი გააჩნია. დღეს დაიდო „რემდესევირი“ – ჩვენება და უკუჩვენება – ამის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ. ეს ყველაფერი გამოცდილებაზეა დამოკიდებული. შაბათს ვაპირებ ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან კონსილიუმს“,– განაცხადა რატიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.

COVID-19-ის მკურნალობის სტანდარტად შესაძლოა, პრეპარატი "რემდესივირი" გამოცხადდეს. ამის შესახებ 29 აპრილს აშშ-ის ალერგიული და ვირუსული დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

კლინიკური გამოკვლევების წინასწარი შედეგებით, ამერიკული კომპანია „გილეადის“ მიერ თავის დროზე „ებოლას“ წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი პრეპარატი "რემდესივირი" 31%-ით უფრო სწრაფად აჯანმრთელებს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S