“როსგვარდიის” 300-ზე მეტ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა
30/04/2020 16:53:00 მსოფლიო
“როსგვარდიის” პირად შემადგენლობაში კორონავირუსით ინფიცირების 339 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, - იუწყება სააგენტო ТАСС უწყების პრეს-სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.
ჰოსპიტალიზებულია 103 ადამიანი, დანარჩენები მკურნალობას თვითიზოლაციაში, სახლის პირობებში გადიან. კიდევ 35 თანამშრომელი გამოჯანმრთელდა. მძიმე ფორმით ავადმყოფობა არც ერთ გვარდიელს არ ჰქონია, - აცხადებენ უწყებაში.
29 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჯარში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. კიდევ 1352 ინფიცირებული გამოავლინეს სამხედრო სასწავლებლებში. ვირუსი დაუდასტურდა შეიარაღებული ძალების 279 სამოქალაქო თანამშრომელსაც. სულ რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 106 498 შემთხვევაა აღრიცხული. 11 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1073 გარდაიცვალა.


