Accentnews.ge
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელმაც  ბრიტანეთის ჯანდაცვის სერვისებისთვის 38 000 000 დოლარი შეაგროვა, დღეს 100 წლის გახდა

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელმაც  ბრიტანეთის ჯანდაცვის სერვისებისთვის 38 000 000 დოლარი შეაგროვა, დღეს 100 წლის გახდა

30/04/2020 13:39:31 მსოფლიო

მეორე მსოფლიო ომის ბრიტანელი ვეტერანი, რომელმაც ქვეყნის ჯანდაცვის სერვისებისთვის 38 000 000 დოლარი შეაგროვა, დღეს 100 წლის გახდა. მან ფულის შეგროვების უცნაურ ხერხს მიმართა - საკუთარ ბაღს 100-ჯერ შემოუარა და ამისთვის დონაცია 1,4 მილიონი ადამიანისგან მიიღო.

ტომ მურმა საკუთარ დაბადების დღემდე 25 მეტრის გარშემოწერილობის ბაღს გარშემო 100-ჯერ შემოუარა. აღსანიშნავია, რომ იგი ტრავმის გამო სპეციალური გორგოლაჭებიანი საყრდენის დახმარებით გადაადგილდება.

ვეტერანს იუბილე დედოფალმა ელიზაბეტ მეორემაც მიულოცა.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში Covid-19-ით 26097 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 165 221.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S