როდის გაუქმდება „კომენდანტის საათი“ – ჩიქოვანის განმარტება
30/04/2020 13:35:58 საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრეს–მდივნის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის, ისევე როგორც საგანგებო სიტუაციის რეჟიმის ფარგლებში დაწესებული სხვა შეზღუდვების გაუქმება ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
„ნელ-ნელა ყველა ჩვენგანი ეჩვევა ამ ვითარებას და როგორც კი გევქნება ამის შესაძლებლობა და კიდევ უფრო დადებითი დინამიკა, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული”,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი განმარტებით, ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ვადაშია გათვალისწინებული.
“არ გამოვრციხავ, რომ ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება იმაზე ადრე მოიხსნას, ვიდრე ეს გაწერილია გეგმით, ეს ეხება ე.წ. კომენდანტის საათსაც. ვიცი, რომ ჩვენ სმოქალაქეებს ამის გამო დისკომფორტი ექმნებათ, მაგრამ ეს მხოლოდამხოლოდ ვირუსის გავრცელების შეკავებას ემსახურება”,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ცნობისთვის: ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და მისი მოქმედების ვადა 22 მაისამდე გახანგრძლივდა.


