Accentnews.ge
"#15 დადგენილების თაობაზე მსჯელიბა გაიმართება, თუმცა მედპერსონალის უმუშევრობის კომპონენტის რისკი მნიშვნელოვნად დაბალია"

"#15 დადგენილების თაობაზე მსჯელიბა გაიმართება, თუმცა მედპერსონალის უმუშევრობის კომპონენტის რისკი მნიშვნელოვნად დაბალია"

30/04/2020 11:27:09 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობის მე-15 დადგენილების თაობაზე (რომელიც ძალაში ხვალიდან შედის) დღეს სამინისტროში მსჯელობა გაიმართება.

"ჩვენ მივყვებით დადგენილებას, დღეს საღამოს 18:00 საათზე გაიმართება პირველადი ჯანდაცვის საბჭო ამასთან დაკავშირებით. ჩვენ დამატებით ვიმსჯელებთ ისეთ ობიექტებზე, რომელიც მდებარეობს დაბებში და მათთან რა თქმა უნდა, მოსახლეობის დაფარვიდან და ასევე ბენეფიციარებიდან გამომდინარე, მათი რაოდენობა ვერ აღწევს 13 ათასს, თუმცა გამომდინარე იქედან, თუ სად არიან ისინი გეოგრაფიულად ლოკალიზებული, ასეთი დაწესებულებები დარჩებიან როგორც სტრატეგიული ობიექტები. სხვა დაწესებულებები, რომლებიც მეტ წილად წარმოადგენდნენ არა სამედიცინო დაწესებულებებს, არამედ ისეთებს როგორიც არის ესთეტიკური ცენტრები და ისინი დამატებით მონაწილეობდნენ კიდევ სახელმწიფო დაფინანსებაში, მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და ეს,რა თქმა უნდა, განხორციელდება. რაც შეეხება პერსონალის უმუშევრად დარჩენას ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არის ექიმების დეფიციტი, შესაბამისად, ექიმები და ექთნები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, მათ მიმართ იქნება განხილვები დეტალური და უმუშევრობის კომპონენტის რისკი არის მნიშვნელოვნად დაბალი", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ 1 მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთაც რეგისტრირებულ პაციენტთთა რაოდენობა 13 000–ზე ნაკლებია. მათივე თქმით, მე-15 დადგენილებით დაზარალდება სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული მედპერსონალი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S