რომელი ჯგუფებისთვის ფართოვდება კორონავირუსზე ტესტირება
30/04/2020 11:11:12 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ალგორითმი, რომლის მიხედვით, ახალ კორონავირუსზე ტესტირებები ჩატარდება ფართოვდება, მიზნობრივ ჯგუფებს სატრანზიტო მანქანების მძღოლებიც ემატებიან.
მისივე თქმით, ასევე იგეგმება პაციენტების ტესტირება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულებით:
"შევთანხმდით, რომ ალგორითმის გაფართოებას დაექვემდებარებიან თავშესაფრები, ასევე სატრანზიტო მანქანების მძღოლები. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ინიციატივაზე, რომ ყველა კლინიკაში მოხდეს პაციენტების მიღებისას მათი კვლევა, ამ ინიციატივას ჩვენ მოვუბრუნდებით და განვიხილავთ. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულებით პაციენტების ტესტირება და ჩვენ კიდევ დამატებით ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით. 2 დღეში უკვე იქნება გაფართოებული ეს ალგორითმი და შესაბამისად შაბათ-კვირიდან ჩვენ დავიწყებთ ახალი ალგორითმით მოქმედებას".


