თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში Covid-19-ის 120–ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი
30/04/2020 11:13:14 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში Covid-19-ის 120–ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
მისი თქმით, ეს რეგიონები იმისთვის არის ჩაკეტილი, რომ ვირუსმა გარეთ არ გამოაღწიოს:
„იმიტომაც ჩაიკეტა ეს მუნიციპალიტეტები და ეს რეგიონები, რომ სწორედ იქიდან გარეთ არ გამოსულიყო ინფექცია. ჩვენ იმიტომ ვიკვლევთ იქ ყველა ადამიანს და იმიტომ არის ბოლნისში დაახლოებით გამოვლენილი 85 ინფიცირებული ადამიანი და სადღაც 40-მდე თეთრიწყაროში, რომ ყველა კონტაქტი უნდა იყოს იქ გამოკვლეული, ყველა ე.წ შესაძლო შემთხვევა, რათა იმ ადამიანებს ვუმკურნალოთ და ინფექცია იმ რეგიონიდან არ გამოვიტანოთ რეგიონის გარეთ".


