„დღემდე გატარებულმა ზომებმა მოგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენთან ინფექცია დუნედ იზრდება, გთხოვთ, დაიცავით რეკომენდაციები“
30/04/2020 11:00:43 საზოგადოება
„დღემდე გატარებულმა ზომებმა მოგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენთან ინფექცია დუნედ იზრდება“, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„თუ ჩვენ ინფიცირების შემთხვევების ასეთი ზრდის დინამიკა შევინარჩუნეთ, ანუ მე–6, მე–7 და მე–8 კვირას შევინარჩუნეთ, ანუ თუ იქნება 20, 30 ან 40 ახალი შემთხვევა ყოველ დღე, ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დაიცავით რეკომენდაციები.
მთავრობის მიერ წარმოდგენილი 6 –ეტაპიანი შემსუბუქების გეგმა არ ნიშნავს , რომ რეკომენდაციების იგნორირება მოხდეს. მთავრი რეკომენდაციაა, დარჩით სახლში , განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები , დაიბანეთ ხელის ხშირად და დაიცავით სოციალური დისტანცირება. გარდა ამისა, მთავარია, პირველივე სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში (ხველა , ტემპერატურა სუნთქვის უკმარისობა) მივმართოთ ექიმს. შიდა გავრცელებიდან მე–6, მე–7 მე–8 კვირა არის ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდი და მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად შეასრულოს. მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ქვეყნა გამოვა ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.


