Accentnews.ge
კარანტინში მყოფი ინდოელი ტრანსგენდერები მთავრობას ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართავენ

კარანტინში მყოფი ინდოელი ტრანსგენდერები მთავრობას ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართავენ

30/04/2020 10:04:22 მსოფლიო

ინდოეთის ტრანსგენდერთა საზოგადოების 2 000-ზე მეტმა წევრმა ხელისუფლებას ფინანსური დახმარების თხოვნით წერილი გაუგზავნა.

„პანდემიის გამო ქვეყანაში 25 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დაკეტილია სახელმწიფო საზღვრები და შეჩერებულია ბიზნეს–საქმიანობა. ამ ყველაფერმა მძიმე დარტყმა მიაყენა ტრანსგენდერებს, რომელთა უმეტესობისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო სექს–მუშაკად მუშაობაა. ვითხოვთ, გამოეყოს თვეში, სულ მცირე, 3000 რუპია (დაახლოებით $ 40) თითოეულ ტრანსგენდერს. გარდა ამისა, ვითხოვთ ტრანსგენდერების საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და გამოსახლებისგან მათ დაცვას“, – ნათქვამია წერილში.

სოციალური დაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა უკვე გამოჰყო 1500 რუპია (დაახლოებით $20) თითოეულ ტრანსგერდერზე, თუმცა როგორც წერილშია აღნიშნული, ეს თანხა ძალიან მიზერულია და ყოველთვიურ საჭიროებებს ვერანაირად ვერ ფარავს.

ბოლო მონაცემებით, ახალმა კორონავირუსმა ქვეყანაში 1079 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 33 062, გამოჯანმრთელებულია 8 437.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 228 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 220 000–ს გადააჭარბა, 1 002 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S