Accentnews.ge
20 მარტის შემდეგ პირველად,  ესპანეთში Covid-19-ით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

20 მარტის შემდეგ პირველად,  ესპანეთში Covid-19-ით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

30/04/2020 09:33:27 მსოფლიო

20 მარტის შემდეგ პირველად, ესპანეთში Covid-19-ით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაავადებით 268 ადამიანი დაიღუპა და 518 დაინფიცირდა.

შეგახსენებთ, რომ 12 დღეა, ესპანეთში Covid-19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იკლებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 24 275 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 236 899, გამოჯანმრთელებულია 132 929.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 228 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 220 000–ს გადააჭარბა, 1 002 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S