Accentnews.ge
მსოფლიო ენერგეტიკოსები უმწვავეს კრიზისს პროგნოზირებენ

მსოფლიო ენერგეტიკოსები უმწვავეს კრიზისს პროგნოზირებენ

30/04/2020 08:49:23 მსოფლიო

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი ბოლო 70 წლის განმავლობაში უმწვავესად შეაფასა.

წლის შედეგებით, ენერგორესურსებზე მოთხოვნა 6%-ით დაეცემა, რაც 2008 წლის კრიზისის დროინდელ მაჩვენებელს 7-ჯერ აღემატება და ინდოეთის ბაზრის დაკარგვის ტოლფასია, - ნათქვამია ორგანიზაციის ახალ მოხსენებაში.

მისივე გათვლით, წლის შედეგებით, ელექტროენერგიის მოხმარება 5%-ით დაიკლებს, რაც დიდი დეპრესიის დროიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნაა.

“ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის პირობებში მდგომარეობას მხოლოდ განახლებადი წყაროები შეინარჩუნებენ”, - თვლის ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ფატიხ ბირალი.

სააგენტო აფიქსირებს მოთხოვნის ვარდნას ყველა არაგანახლებად რესურსზე – ნახშირზე, ნავთობზე, ბუნებრივ გაზზე. მისივე გათვლით, 2020 წელს ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 5%-ით დაიკლებს, რაც ყველაზე მკვეთრი ვარდნა იქნება გაზის ინდუსტრიის ისტორიაში; ნახშირზე მოთხოვნა – 8%-ით, პირველად მეორე მსოფლიო ომის დროიდან; ნავთობზე მოთხოვნა კი – 9%-ით. ნავთობის მოხმარების კლებამ მსოფლიო ბაზრებზე მისი ფასის ვარდნა გამოიწვია. ეს კი პირდაპირ აისახება რუსეთის ბიუჯეტზე, რომელიც შემოსავლების დაახლოებით 40%-ს ნახშირწყალბადების ექსპორტის ხარჯზე იღებს. მაისში, სააგენტო Bloomberg-ის პროგნოზით, რუსული ბიუჯეტი ნავთობის ექსპორტით ერთ ბარელში ერთ დოლარზე ნაკლებს მიიღებს. ამასთანავე, კრიზისში ზრდა აჩვენეს განახლებადმა და ალტერნატიულმა გენერაციებმა, ჰიდროელექტროსადგურების, მზის ენერგიისა და ქარის ელექტროსადგურების ჩათვლით, — აღნიშნავს The Bell. მთავარი მიზეზები დაბალი საოპერაციო ხარჯები და ენერგიის ამ წყაროების მომწოდებლების მაღალი ადაპტურობაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S