Accentnews.ge
გერმანიაში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ უკვე მე–4 დღეა, Covid-19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები იზრდება

გერმანიაში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ უკვე მე–4 დღეა, Covid-19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები იზრდება

30/04/2020 08:38:51 მსოფლიო

გერმანიაში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ უკვე მე–4 დღეა, Covid-19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები იზრდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით, 173 ადამიანი გარდაიცვალა და 1 478 დაინფიცირდა.

29 აპრილს ქვეყანაში ინფიცირების 1 304 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 28 აპრილს Covid-19-ით 1 144 ადამიანი დაინფიცირდა, 27 აპრილს კი – 1018.

27 აპრილს რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელძღვანელმა ლოთარ ვიელერმა თანამოქალაქეებს შინ დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ვირუსის რეპროდუქციის სიხშირე 0,7–დან (რომელიც მიმდინარე თვის დასწყისში ფიქსირდებოდა) 1,0–მდე გაიზარდა. მოდით, შევინარჩუნოთ ის წარმატება, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, წყალში ნუ ჩავყრით ყველაფერს და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ გამოვიდეთ შინიდან, დავრჩეთ სახლში. მოდით, შევამციროთ სოციალური კონტაქტები. ჩვენ აღარ გვსურს, რომ ინფიცირების შემთხვევებმა ისევ მოიმატოს“, – განაცხადა ვიელერმა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 6 467 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 161 539. 161 539 ინფიცირებულიდან 123 500 უკვე გამოჯანმრთელებულია.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 228 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 220 000–ს გადააჭარბა, 1 002 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S